ფარმაკოლოგიური ზედამხედველობა

კომპანიის ეთიკური პრინციპების, საერთაშორის სამათლის მოთხოვნების შესაბამისად, და აგრეთვე ჩვენი კლიენტების წინაშე აღებული ვალდებულებების  შესრულების მიზნით, კომპანია ამაქსა-ში არის შემუშავებული  და დანერგილი ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის სისტემა.

ჩვენ კომპანიაში არის შემუშავებული  და დანერგილი  სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, რომლებიც ახდენენ ინფორმაციის აღმოჩენის, შეგროვების,  აღრიცხვის პროცესების რეგულაციას. მომდევნო ეტაპზე  კომპეტენტურ ორგანოებში გადაიცემა ინფორმაცია:

  • სამკურნალო საშუალების არასაკმარისი ეფექტურობის შესახებ;
  • ჩვენი კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ.

კომპანიაში დანიშნულია პასუხისმგებელი თანამშრომლები, რომლებიც რეგულარულად გადიან  ტრენინგებს  ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის საკითხებთან დაკავშირებით.

ჩვენი კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს საეჭვო გვერდითი რეაქციების ან არასაკმარისი ეფექტურობის გამოვლენის შემთხვევაში,  გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნული ინფორმაცია ნებისმიერი, თქვენთვის მოსახერხებელი საშუალებით.

ძირითადი ტერმინები და ცნებები

ფარმაკოლოგიური ზედამხედველობა  (ფარმოზედამხედველობა)

ეს სამეცნიერო კვლევითი და  საქმიანობის  სახეობა, რომელიც გვაძლევს სამკურნალო პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული  გვერდითი რეაქციების ან სხვა ნებისმიერი პრობლემების აღმოჩენის, შეფასების, გაგების და თავიდან აცილების საშუალებას.

გვერდითი რეაქცია — ნებისმიერი არასასურველი უარყოფითი რეაქცია, რომელიც წარმოიშობა პრეპარატის ჩვეულებრივი დოზის მიღების დროს და რეკომენდირებულია დაავადებების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის და  მკურნალობისთვის,

სამკურნალო საშუალების ეფექტურობის არარსებობა — დაავადების მსვლელობაზე და ხანგძლივობაზე პრეპარატის სამკურნალო მოქმედების  არარსებობა.

სერიის ნომერი —  ციფრების დამახასიათებელი კომბინაცია (ხუთ -, ექვს -, ან შვიდნიშნიანი), რომელიც  სპეციფიკურად ახდენს სერიის იდენტიფიკაციას.  გამოიყენება ყველა სახის შეფუთვაზე.

ფაილის მიმაგრება (საჭიროების შემთხვევაში):