კუროსურფი

კუროსურფი

Curosurf Amaxa Pharma Georgia

გამოშვების ფორმა

სუსპენზია განკუთვნილი ენდროტრაქეული შეყვანისთვის  80 მგ / მლ 1.5 მლ  ფლაკონში.

  • კუროსურფი — ეს არის  მსოფლიო ლიდერი და  «ოქროს სტანდარტი»  სურფაქტანტებს შორის*,  გამოიყენება  80-ზე მეტ ქვეყანაში (IMSdata, 2013).
  • კუროსურფი — ეს არის   მაღალეფექტური პრეპარატი, რომელიც უტყუარად ხელს უწყობს  ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობას  შემცირებას.
  • კუროსურფს გააჩნია  მოქმედი ნივთიერებების  მაღალი კონცენტრაცია (120 მგ) მცირ მოცულობაში (1, 5 მგ),  რაც ამცირებს  ბავშვის მოუმწიფებელი ფილტვების დაზიანების რისკს.
  • კუროსურფი  200 მგ/კგ  დოზით,  უფრო ეფექტურია და რეკომენდირებულია  ევროპისა და უკრაინის  პროტოკოლებით ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს — სინდრომის მკურნალობის  დროს.
  • კუროსურფი უზრუნველყოფს  თერაპევტულ ეფექტს   შეყვანიდან მე — 5 წუთიდან დაწყებული.

*სურფაქტანტი ( ინგლისურიდან — ზედაპირულად აქტიური ნივთიერება) ქმნის სპეციალურ აფკს ალვეოლების შიგნით და არ აძლევს მათ  შესუნთქვის დროს შეწეპების საშუალებას.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფილტვის სურფაქტანტი,  ბუნებრივი ფოსფოლიპიდები.

შემადგენლობა
1.5 მლ შეიცავს 120 მგ ფოსფოლიპიდებს.

გამოყენების ჩვენებები

    • ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომის მკურნალობა (ნაადრევად შობილთა სუნთქვის მწვავე დარღვევის დროს, რომელიც განპირობებულია ფილტების მოუმწიფებლობით და სურფაქტანტის დეფიციტით).
    • რესპირატორული დისტრესის განვითარების რისკის მქონე  ან სურფაქტანტის დეფიციტის მქონე ნაადრევად შობილების  რესპირატორული დისტრეს სინდრომის პროფილატიკა.

ფილტვების მომწიფება და ფუნქციონალური  უნარი არის კრიტიკული  სიკვდილისგან გადასარჩენად.  დღენაკლულობის ხარისხის  შესაბამისად,  ფილტვები შეიძლება იყოს ნაწილობრივ ან სრულად მოუმწიფებელი  და, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოს ადეკვატურ სუნთქვის ფუნქციას გამომუშავებული სურფაქტანტის არარსებობის ან   საკმარისი ოდენობის  უქონლობის გამო.

ამგვარ სიტუაციებში ახალშობილისთვის რეკომენდირებულია სურფაქტანტ — შენაცვლებითი თერაპიის ჩატარება.