მოლეკულური ტესტირება CARIS

თითოეული ადამიანი უნიკალურია. გენეტიკის მიხედვით შეუძლებელია ნახო ორი ერთნაერი ადამიანი.  თითოეული ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს შიდა და გარე ფაქტორებზე. ჯამრთელობა და ავადმყოფობა — არარის გამონაკლისი. ყველა ადამიანი თავისებურად ებრძვის ერთ და იგივე ავადმყოფობას, განსაკუთრებით კი როდესაც საუბარია ისეთ დაავადებაზე როგირიცაა კიბო.

არსებობს სიმსივნეების ბევრი  სახეობა, მათ   გაჩენასა და ზრდაზე მეტწილად მოქმედებს ადამიანის სხეულის ინდივიდუალური მახასითებლები (მემკვიდრეობითი ფაქტორები, ცუდი ჩვევები,  ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, გადატანილი დაავადებები და სხვა).

ტრადიციულად, სიმსივნის მკურნალობა მიმდინარეობს სტანდარტული სქემების მიხედვით. დიაგნოზის დასმის შემდეგ, ირჩევა ერთერთი დიაგნოზის შესაბამისი სქემა. მაგრამ, როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა, ერთი და იგივე დიაგნოზის მქონე  პაციენტები  სხვადასხვაგვარად  რეაგირებენ სტანდარტულ სქემაზე.

ზოგჯერ ავთვისებიანი სიმსივნე   ძნელად ექვემდებარება  მკურნალობას,

ან საერთოდ არ რეაგირებს თერაპიაზე და აგრძელებს პროგრესირებას. ამგვარ შემთხვევაში სიმსივნის მკურნალობა ითვალისწინებს ქიმიოთერაპიის ალტერნატიური სტანდარტული სქემის გამოყენებას, რომელიც ასევე აჩვენებს თავის ეფექტურობას  ან არაეფექტურობას  მხოლოდ მკურნალობის პროცესში.  პაციენტი  კარგავს  ძვირფას დროს და ამასთანავე, არაეფექტური ქიმიოთერაპია  აყენებს დამატებით ზიანს მის  ჯამრთელობას.

Caris Molecular Intelligence — მკურნალობის ინდივიდუალიზაცია ონკოლოგიაში

თანამედროვე ეტაპზე უკვე არსებობს ეფექტური  პრეპარატების  განსაზღვრის შესაძლებლობა  ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში —  სიმსივნის ნიმუშის  მოლეკულური ანალიზის გზით.  მხოლოდ ერთი კომპლექსური ანალიზი გვაძლევს  ქიმიოთერაპის ჩასატარებლად როგორც არაეფექტური, ისევე  პოტენციურად  ეფექტური   პრეპარატების განსაზღვრის  საშუალებას. მათ შორის ისინიც,  რომლებიც დიაგნოზის დასმის დროს,  ტრადიციულად   საერთოდ არ განიხილება  ( მაგრამ  ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საუკეტესო  ეფექტურობას აჩვენებს არასტანდარტული ქიმიოთერაპია, რომელიც  ჩვეულებრიბ არ გამოიყენება აღნისნული დიაგნოზის დროს).

 

Caris Molecular Intelligence  ეს არის სიმსივნის ნიმუშის ანალიზი.

ტესტირება გვაძლევს საშუალებას შევარჩიოთ ქიმიოტერაპიის ჩასატარებლად ისეთი პრეპარატები,    რომლებიც   ყველაზე მეტად შეესაბამება სიმსივნის  მკურნალობის კონკრეტულ  კლინიკურ შემთხვევას. აღნიშნული ონკო ტესტი ტარდება მოლეკულურ დონეზე და მიმართულია სიმსივნის ონკომარკერების („ინდიკატორების»)  გამოვლენაზე, რომელიც თავის ერთობლიობაში ქმნიან  მის უნიკალურ „ანაბეჭდს“.

Caris  ტესტირება  მკურნალ ექიმს აძლევს შესაძებლობას შეარჩიოს სიმსივნის მკურნალობის ისეტი გეგმა, რომელიც აჩვენებს საუკეთესო ეფექტურობას პაციენტის ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლოს დროს.

 

Caris Molecular Intelligenceეს არის   თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური ქიმიოტერაპიის სქემის შერჩევის შესაძლებლობა,   მისი სიმსივნის აღნაგობის და მახასიათებლების შესაბამისად.

პროფილირება  გამორჩეულად  აქტუალურია   იშვიათი, აგრესიული და მეტასტაზური სიმსივნის მკურნალობის დროს.

Caris ტესტირების ჩატარება შესაძლებელია  სიმსივნის ყველანაირ ნიმუშზე,  მკერდის სიმსივნის, საკვერცხეების სიმსივნის, კუჭნაწლავის სიმსივნის, ფილტვების სიმსივნის, მელანომის  და სხვა ონკოლოგიური დაავადებების ჩათვლით.

ონკოლოგიის მკურნალობის დროს  უკვე  მიუღებელია  «ცდის და შეცდომის»  მეთოდი.

მეტი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ საიტებზე:

www.caris-amaxa.com

 www.carislifesciences.com

 www.carislifesciences.eu

კომპანიის შესახებ

Caris  —  ლიდერია დიაგნოსტიკური,  პროგნოსტიკური  მედიცინის სფეროში.

ლაბორატორიის შესახებ

Caris ლაბორატორია მდებარეობს ქალაქ ფენიქსი, ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკავია ფართობი 5600 კვადრატული მეტრის ოდენობით.