ჩვენს შესახებ

ვინ ვართ ჩვენ

ამაქსას მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

ამაქსა — ფარმაცევტული კომპანიაა, სპეციალიზებული ონკოლოგიაში, ჰემატოლოგიაში, ნეონატოლოგიაში გამოყენებად პროდუქციაზე და ფართო სპექტრის ურეცეპტო პრეპარატებზე.

ჩვენი ძირითადი სპეციალიზაციაა — პროდუქციის შემუშავება და  ფარმაცევტულ ბაზარზე  წინ წაწევა.

ამაქსის გუნდი შედგება  სამკურნალო პრეპარატების  შემუშავების და ფარმაცევტული მრეწველობის სფეროში ფართო ცოდნის მქონე გამოცდილი პროფესიონალებისგან. ჩვენ, თითოეული ჩვენი პროდუქტის და მომსახურების კვლევის  და შემუშავების მთელი პროცესის განმავლობაში, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ წამყვან სპეციალისტებთან.

კომპანია ამაქსას მიზანია გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე ფარმაცევტულ ბაზარზე, და უზრუნველყოს სელექტიური სპეციალიზირებული სამკურნალო პრეპარატების შეუწყვეტელი მიწოდა.

ამაქსას კომპანიის მმართველობა ეყრდნობა   ფარმაცევტული პროდუქციის კომერციალიზაციის მრავალწლიან გამოცდილებას, წარმატებული თანამშრომლობის ფორმირების დროს, აწვდის სამედიცინო დარგის საექსპერტო მონაცემებს, საერთაშორისო ბაზრებს სთავაზობს მოქნილ და უსაფრთხო მომსახურებას.

ჩვენი მისია და სტრატეგია

ვთლით, რომ ჩვენი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ადმიანებისთვის. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი პარტნიორების, კლიენტებისა და პაციენტების ინტერესებზე. ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია ჩვენი კლიენტების დასაკმაყოფილებლად და ვახდენთ სწრაფ რეაგირებას ჩვენი პაციენტებისა და სამედიცინო მუშაკების მოთხოვნილებებზე.

ჩვენი მისია ეს არის საუკეთესო მედიკამენტების და მომსახურების წვდომის უზრუნველყოფა, რაც აძლევს ადამიანს უფრო ხანგძლივი, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების საშუალებას.

ჩვენი სტრატეგია ეფუძნება ფარმაცევტული კომპანიის აგებაზე, რომელიც მუდამ მზადაა მომავალი დღისთვის, იყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინოვაციას და ზრდა — განვითარების საშუალებას.
ჩვენი მისწრაფება — ბაზარზე ჩვენი პოზიციის გაძლიერება, გეოგრაფიის გაფართოება და ახალი პრიექტების და პროდუქტების უფრო ფართო წვდომის მიღება.

ჩვენს სტრატეგიაში ძირითად როლს თამაშობს თანამშრომლობა.

რატომ ამაქსა

  • ჩვენ გთავაზობთ ინოვაციური პროდუქტების, სიცოცხლის  გადასარჩენად.
  • ჩვენ გთავაზობთ  ნამდვილად  საჭირო  პროდუქტებს ჯანდაცვის სისტემისთვის.
  • ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს  მწარმოებლების — დარგის ფლაგმანების მიერ წარმოებულ  უმაღლესი  ხარისხის პროდუქტს.
  • ჩვენ გთავაზობთ  პროდუქტებს, ჩვენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
  • ჩვენ გთავაზოთ  ჰარმონიის და სილამაზის მომტან პროდუქტებს, რომლებიც ამგვარად  აუმჯობესებს ცხოვრებას.
  • ჩვენ გთავაზობთ პროდუქტებს , რომლებიც გვაძლევს  ხვალინდელი დღის რწმენას-რადგან ხვალინდელი დღე იწყება დღეს.
  • ჩვენ გთავაზობთ  პროდუქტებს, რომლებშიც ჩვენ აბსოლიტურად დარწმუნებულნი ვართ.
  • ჩვენ გთავაზობთ  თქვენი პოტენციალის  რეალიზაციის საშუალებას. კოლეგების, მეგობრების და პარტნიორების დახმარებით, გახადეთ თქვენი ცხოვრება  უფრო ჰარმონიული და ჯანსაღი.

ამაქსას შთაგონება

ამაქსას კორპორატიული ღირებულებები — ის, რაც აერთიანებს ჩვენ კომპანიას და ხდის მას უნიკალურ ორგანიზაციად, რომელიც განსხვავდება სხვებისგან.  ეს არის ჩვენი საერთო საქმის, ჩვენი  პარტნიორებთან და კლიენტებთან ურთიერთობის საფუძველი.

ამაქსა — ერ არის კომპანია, სადაც შთაგონება და ენერგია ეხმარება ხალხს  სირთულეების დაძლევაში და თავისი საქმიანობისგან სიამოვნების მიღებაში. აქ ყველა თანამშრომელმა იცის, რომ მის მიერ შეტანილი წვლილი  და მიღწევები იქნება  დაფასებული,  ადამიანები ამაყობენ იმით, რომ მუშაობენ კომპანია ამაქსაში, რადგან აქ მათ აქვთ თავისი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა.

ჩვენ გაგვაჩნია სხვა ადამიანთა მოთხოვნილებების მოსმენის, პატივისცემის და გაგების უნარი, რაც  გვეხმარება ნამდვილად აუცილებელი პროდუქციის და მომსახურების შექმნაში.

ჩვენ გვესმის, რომ  ჯანდაცვის სექტორში მუშაობისას, ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ადამიანების არა მარტო ჯამრთელობაზე, არამედ სიცოცხლეზეც. ადამიანთა ჯანმრთელობა, მათი ცხოვრების ხარისხი და ხანგრძლივობა  ჩვენი ძალისხმევის საუკეთესო ჯილდოა.

ჩვენი შეთავაზება

პარტნიორებს

ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გავუძღვეთ ფარმაცევტულ ბიზნესს. ჩვენს გუნდს, რომელიც შედგება მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტებისგან, შეუძლია უმოკლეს ვადაში  მოახდინოს სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის და ქსელში გაშვების  ორგანიზება.

ამაქსას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპეციალიზაცია —  სამკურნალო საშუალებების  მარკეტინგი. ჩვენ  პორტფოლიოში გაგვაჩნია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩვენი ბრენდით წარმოებული პროდუქცია.

თუ თქვენ ეძებთ აღნიშნულ ბაზრებზე გასვლის შესაძლებობებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდით. ჩვენ შევისწავლით და გავაანალიზებთ თქვენი კონკრეტული პროდუქტის  საბაზრო პოტენციალს, შევქმნით  პროდუქტის  განვითარების  ბიზნეს — გეგმას  და მოვახდენთ მის   გაშვების ორგანიზებას. გარდა ამისა, ჩვენ  შეგვიძლია  პრეპარატების, სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობების და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების რეგისტრაციის ორგანიზება.

თანამშრომლებს

კომპანია ამაქსა ამახვილებს ყურადრებას თითოეული თანამშრომლის პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე.  ჩვენ გთავაზობთ სამუშაოს დინამიურ და პოზიტიურ გარემოში,  რომელიც ხელს უწყობს ინოვაციას,  უზრუნველყოფს ცოდნის გავრცელებას მთელი კომპანიის მასშტაბით და  კონკურენტულ შრომის ანაზღაურებას. პერსონალის მართვის სფეროში, ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე მეთოდიკებს და ინსტრუმენტებს, რომლებიც მიმართულია სამუშაო პროცესების ეფექტურობის და გაუმჯობესობის მხარდასაჭერად.

პაციენტებს

ადამიანის  ჯამრთელობა და  ცხოვრების მაღალი ხარისხი ეს არის ფასდაუდებელი ფენომენი,  რომელიც  გახდა ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის  XX-XXI საუკუნეებში ფარმაცევტული მეცნიერების განვითარების ფონზე.  და ახლა,  როგორც არასდროს,  მნიშვნელოვანია ვიცოდეთ,  თუ როგორ შეიძლება სწორად გამოვიყენოთ მედიცინისა და ფარმაციის უახლოესი მიღწევები. მაგალითად, ანტიბიოტიკოთერაპიის ერის დაწყებამდე,   ადამიანის სიცოცხლის ხანგძლივობა  შეადგენდა 40-45 წელს, რაც ორჯერ ნაკლებია  თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ხანგძლივობასთან შედარებით განვითარებულ ქვეყნებში.

ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია პაციენტების  ჯამრთელობა.   ჩვენს მიერ წარდგენილი  სამკურნალო პრეპარატების უმეტესობა  — განკუთვნილია ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. ანალოგების მცირე ოდენობის გამო, აღნიშნული პრეპარატები ძალზე მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ებრძვიან   უმძიმეს ავადმყოფობას რომელიც არის, მაგალითად, ავთვისებიანი სიმსივნე, იმუნური დაავადებები, ორსულობის პათოლოგიები,  ტვინის ინსულტი, ნერვული სისტემის დაავადება და ა. შ. ჩვენ  გაძლევთ  განსაკუთრებული პირობების საჭიროების მქონე სამკურნალო პრეპარატების  მიწოდების, შენახვისა და რეალიზაციის  უმაღლესი ხარისხის გარანტიას, მათი ფარმაცევტული   ქარხნიდან პაციენტამდე  უსაფრთხო ტრანსპორტირების დროს.   წამლების შემდგომი  რეალიზაციის მიზნით, ჩვენ დიდი სიფრთხილით ვირჩევთ  აფთიაქებს — პარტნიორებს და  ფარმაცეფტულ დისტრიბიუტორებს,  რითაც ვუზრუნველყოფთ პრეპარატების  ხარისხის გარანტიას.

ჯანდაცვის სპეციალისტებს

თანამედროვე  მედიცინა — ეს არის ფარმაცევტული,  ზოგადი სამედიცინო,  ბიოლოგიური ცოდნის შერწყმა, რომლებიც   გამდიდრებულია  მოსაზღვრე მეცნიერებების  გენიალური აღმოჩენებით და მიღწევებით (ბიოინჟინერია, ქიმია, ფიზიკა და სხვა მეცნიერებები).

თანამედროვე  ექიმის ან  პროვიზორის  უმნიშვნელოვანესი  ინსტრუმენტია სამკურნალო პრეპარატები. თანამედროვე მსოფლიოს   მიღწევების წვდომის შესაძლებლობა — ეს არის  ჯანდაცვის ნებისმიერი სპეციალისტის  ცხოვრებისეული მოთხოვნილება.

სწორედ მასზეა დამოკიდებული ერის ჯამრთელობის  აწმყო  და მომავალი. ჩვენი კომპანია  თავაზობს სპეციალისტებს  ხარისხიან, ორიგინალურ   სამკურნალო პრეპარატებს მსოფლიოს წამყვანი წარმოებლებისგან. პარტნიორების მკაცრი შერჩევა,  ხარისხის კონტროლის საკუთარი სისტემა, გარე აუდიტის  რეგულარული გავლა  გვაძლევს  პრეპარატების ხარისხის გარანტიის საშუალებას   მათი  მწარმოებლებისგან პაციენტამდე მოძრაობის ყველა ეტაპზე.